ლარი კვლავ გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0866 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0866 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0875 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5376 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5065 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0311 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები