მიხეილ სარჯველაძე: საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე, პოლიტიკაზე საუბრისთვის სხვა ასპარეზი არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე.

მისივე თქმით, პოლიტიკაზე საუბრისთვის სხვა ასპარეზი არსებობს.

„როდესაც აცხადებს, რომ არის პოლიტიკური დევნისა და მართლმსაჯულების მაგალითი კონკრეტული მსჯავრდება, იქვე დასვით კითხვა, მაგალითად, საზღვრის უკანონო კვეთას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ადგილი და ეს საკმარისი საფუძველია თუ არა, რომ აღიძრას საქმე?! საქმის განხილვის დროს უნდა იყოს საუბარი საქმეზე, პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობს სხვა ასპარეზი. როდესაც დასჭირდება სასამართლო სხდომაზე ასეთი წარმოდგენის დადგმა, რომ ის საუბრობს რაღაც საკითხზე და არა სამართლებრივ საკითხებზე, ის ყველა ტრიბუნას გამოიყენებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები