დღე, როდესაც კომპიუტერმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა

1997 წლის მაისი და ჭადრაკის დაფასთან თავჩახრილი ჭადრაკის ლეგენდა გარი კასპაროვი – მსოფლიო ჩემპიონი იმედგაცრუებულია, სიტუაცია მისთვის კარგს არაფერს მოასწავებს. იგი სვლებს შორის ტრიალდება და თავს უიმედოდ აქნევს. კასპაროვი მოწინააღმდეგის ფინალურ მოქმედებას ელოდება, რომელიც მის მეტოქეს გარდაუვალ გამარჯვებას მოუტანს.

კასპაროვი თავის სვლას აკეთებს, ფეხზე დგება და საჭადრაკო დაფისგან მოშორებით ინაცვლებს. ხელებს შლის და გამოხატავს იმ გაოცებას, რომელიც კომპიუტერის მიერ მისმა დამარცხებამ გამოიწვია.

მისი მოწინააღმდეგე IBM-ის სუპერკომპიუტერი Deep Blue გახლდათ, თუმცა თამაშის დაწყებამდე ჩემპიონი დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, მას დამარცხებული ჰყავდა კომპიუტერები, რომლებიც ჭადრაკის სათამაშოდ შექმნეს. 1996 წელს მან ასევე დაამარცხა Deep Blue-ს ძველი ვერსია.

ასე რომ, როცა კასპაროვი – ყველა დროის უდიდესი მოჭადრაკე – გლობალური აუდიტორიის წინაშე კომპიუტერთან დამარცხდა, ადამიანებმაც გაოცებით დაიწყეს იმის კითხვა, ცხოვრების სხვა ასპექტებშიც ხომ არ აჯობებდა კომპიუტერი ადამიანს და ხომ არ იყო ეს მხოლოდ დროის საკითხი.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები