პარლამენტი მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვას ხვალ რიგგარეშე სესიაზე გეგმავს

პარლამენტი მთავრობისადმი ნდობის საკითხის განხილვას ხვალ რიგგარეშე სესიაზე გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა ხვალინდელ რიგგარეშე სესიაზე 12:00 საათიდან დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განმარტა, რიგგარეშე სესია 11:00 საათიდან დაიწყება, თუმცა მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.
“12:00 საათიდან დავიწყებთ მთავრობის საკითხის განხილვას. ხვალვე მოხდება კენჭისყრა იმ კანონპროექტებზე, რომელიც წინა რიგგარეშე სესიაზე ვერ მოვასწარით”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები