ჯანმო:  Covid-19 ენდემური ხდება

ვირუსი Sars-Cov-2 თანდათან ენდემური ხდება, თუმცა, ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს სიტუაციის განვითარების სხვადასხვა ვარიანტს, – განაცხადა ჯანმო-ს სასწრაფო დახმარების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა,  მარია ვან კერხოვემ.

„ეს ვირუსი ენდემური გახდება. ეს  სადავოც არ არის. მაგრამ ახლა ჩვენ ამ პანდემიის შუაში ვიმყოფებით და გავრცელების დონე, მისი ინტენსივობა, ისევე – როგორც ახალი ინფექციების გავლენის დონე ძირითად სამედიცინო სერვისებზე, ჰოსპიტალიზაციის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ვირუსი არის იმ გზაზე, რომ ენდემური  გახდეს, მაგრამ აქამდე ჯერ არ მივუსლვართ”, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, ჯანმო “ომიკრონის” შტამის გაჩენასთან დაკავშირებით განიხილავს სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარს, რადგან მან გავრცელებით “დელტასაც” გადაასწრო.

„ვირუსი ვითარდება.  “ომიკრონი”, სავარაუდოდ, არ არის ბოლო შტამი, რომელზეც ვისაუბრებთ. ასე რომ, ჩვენ გვაქვს არაპროგნოზირებადობის ელემენტი. ჩვენ არ გვაქვს ის პროგნოზირებადობა, როგორიც გრიპს აქვს, ტიპიური სეზონური დაავადებებით. მაგრამ ჩვენ შეიძლება,  მივიდეთ აქამდეც“, – დასძინა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსი არ შეიძლება, გახდეს ენდემური ერთ ქვეყანაში მაშინ, როდესაც პანდემია სხვა ქვეყნებში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები