დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

ისინი ჯანდაცვის მინისტრთან პირადად შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის გაგრძელებას და შიმშილობას აანონსებენ.

„გვინდა მინისტრს მივაწვდინოთ ხმა, რომ დევნილები დღეს ცხოვრობენ უღირს და სრულიად საშიშ პირობებში, ავარიულ შენობაში. გვესმის, რომ სამუშაო დრო არ არის, მაგრამ იქნებ გამონახოს დრო და შეგვხვდეს“, – აცხადებენ დევნილები.

მათივე ინფორმაციით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, თუმცა, სამინისტრო მხოლოდ ქირით გადასვლას სთავაზობს. დევნილებისთვის უცნობია დაფარავს თუ არა სახელმწიფო ქირის საფასურს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები