გიორგი ცუცქირიძე ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე – ეს პროცესი, როგორც არ უნდა დასრულდეს ჭკუის სასწავლებლად, კიდევ ბევრს გამოადგება

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის დღევანდელ სასამართლო გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

ეკონომისტი ფიქრობს, რომ ეს პროცესი, როგორც არ უნდა დასრულდეს ჭკუის სასწავლებლად, კიდევ ბევრს გამოადგება.

რაც შეეხებე სამართლიანობის აღდგენას, ცუცქირიძეს აზრით,  ვერც ხაზარაძის ციხეში გასტუმრებით და ვერც გათავისუფლებით ის ვერ აღდგება, რადგან იგი სათავეს გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან იღებს.

“თანამედროვე სახელმწიფოს ამოცანა და თვითმიზანი ვინმეს დაპატიმრება და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა არ უნდა იყოს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია სოციალურ ქსელებში ატეხილი აჟიოტაჟნარევი პროტესტი, ბატონი ხაზარაძის არ დაპატიმრების გამო, თუ ზედმეტი აღტკინება,.ხაზარაძის ვერ დაჭერით ხელისუფლების უკანდახევის გამო, რასაც განსაკუთრებით ოპონარატივში ვხვდებით.

ეს საქმე, რომელიც სამი წელია გრძელდება მივიდა იმ ლოგიკურ დასასრულამდე სადაც ობიექტურად უნდა დასრულებულიყო.

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავებოდა, რასაც თავად ბრალდებულები და მათი ადვოკატები უარყოფდენ, თუმცა ამ საქმეში კითხვები მაინც არსებობდა. კერძოდ, იყო ეს პრედიკატული დანაშაული თუ ფულის გათეთრება.

ამასთან, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 3 წლის წინ ეროვნულმა ბანკმა თი ბი სი ბანკი დააჯარიმა 1 მილიონი ლარით, რასაც მოყვა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბანკის უმაღლესი მართველი რგოლის დატოვება, ამ სესხის არასწორად ჩამოწერის გამო.

ნიშანდობლივია, რომ ცნობილმა აუდიტორულმა კომპანია “კუპერსმა” შემდგომში დაადასტურა სებ.-ის გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და ბანკიც იძულებული გახდა სებ ის ჯარიმა აღარ გაესაჩივრებინა

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები ფულის გათეთრებაზე, ფინანსური თაღლითობა “ფულის გათეთრებისაგან” პრინციპულად განსხვავდება იმით, რომ ფულის გათეთრების ნებისმიერი სქემა ე.წ ფულის უკანონო ლეგალიზაციას ემსახურება, განსხვავებით პრედიკატული დანაშაულისაგან.

პრედიკატული დანაშაული ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულია და ფულის გათეთრებისაგან განსხვავდება.

თუმცა, ეს რეზონანსული პროცესი ამით არ დასრულებულა. უკვე ცნობილი გახდა, რომ სასამართლო განჩინებას, ხაზარაძე-ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოში გააპროტესტებენ, რადგან ფინანსური თაღლითობა ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად, ფულის გათეთრების ბრალდებაზე, არანაკლები რეპუტაციული რისკია. ამასთან, სასამართლოს ვერდიქტით, ვერც ერთი და ვერც მეორე, მოქმედი საბანკო კანონმდებლობით საბანკო-საფინანსო სექტორში ვეღარ დაბრუნდებიან და ბანკში წილები რაც აქვთ, იმის გასხვისებაც მოუწევთ.

სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს პროკურატურაც, რადგან ბრალდების მხარე სამი წელია იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ პრედიკატული დანაშაული დასრულდა სამგორის ანგარიშებზე ფულის „განთავსებისას“, ხოლო ყველა შემდგომი ქმედება ფულის გათეთრების ტოლფასი ქმედება იყო.

რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, იგი ვერც ბატონი ხაზარაძის ციხეში გასტუმრებით და ვერც გათავისუფლებით აღდგება.

სამართლიანობა კი გასული საუკუნის 90 -იან წლებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების პირუთვნელი შეფასების გარეშე, უბრალოდ ვერ აღდგება. ბევრი პრობლემა, იქნება ეკონომიკური თუ პოლიტიკური, ძირძველი ქართული ტერიტორიების დაკარვით, სათავეს სწორედ იმ პერიოდიდან იღებს, როდესაც სამხედრო გადატრიალებით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა განხორციელდა, გარედან ინსპირირებული და ადგილობრივი რენეგატების მხარდაჭერილი პუტჩით.

სიმართლე უნდა ითქვას, არც ვუსურვებ მას და ბადრის წლობით ციხის გისოსებს მიღმა გატარებას, არა მხოლოდ მათი ოჯახური ფაქტორის გამო, მათ შემდგომ წლებში თუნდაც თი ბი სი ბანკის მაგალითზე წარმატებულ ბიზნესთან და ეკონომიკაში შეტანილ წვლილთან ერთად, ათასობით სამუშაო ადგილიც შექმნეს.

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ჭკუის სასწავლებლად, კიდევ ბევრს გამოადგება. ამიტომ არის ნათქვამი, “სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები