უენდი შერმანი: ნატოში გაწევრიანების პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს, რათა ნატოს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს, – იგივე ეხება საქართველოსაც

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან სურს ალიანსში გაწევრიანება.

„ნატოში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. ამ პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატოს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ეხება საქართველოსაც.

დღეს მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, – განაცხადა უენდი შერმანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები