მიხეილ სარჯველაძე: ნათელაშვილი პარლამენტში აწი გინდა შემოვიდეს და გინდა – გავიდეს, პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს.

„მას შემდეგ, რაც გუშინ შალვა ნათელაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მიმართ შეფასება მოვისმინე, მივცემ თავს უფლებას, ცნობილი ქართული ნაწარმოების პერიფრაზი გავაკეთო: აწი გინდა შემოვიდეს და გინდა – გავიდეს, ამას პრაქტიკულად მნიშვნელობა აღარ აქვს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხს სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებით გადაწყვეტს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები