დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეროიდი უახლოვდება
დედამიწას 18 იანვარს 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი – „7482“ ყველაზე ახლოს მიუახლოვდება.
ასტეროიდი, რომელიც 1994 წელსაა აღმოჩენილი, 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.
ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახება მოსალოდნელი არ არის, თუმცა, მოვლენა გამორჩეულია იმით, რომ ის დედამიწისგან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით იქნება, რაც ახლო მანძილად ითვლება.
ეს არაა ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც დედამიწისთვის ჩაუვლია. ამ მხრივ, პირველობა ასტეროიდ 3122 Florence-ს ეკუთვნის. მისი სიგანე 9 კილომეტრს აღწევს და ბოლოს პლანეტას 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ჩაუარა.
NASA-ს პროგნოზით, ასტერიოდი „7482“ დედამიწას თბილისის დროით 01:51 საათზე (ღამით) ჩაუვლის.