ირაკლი ლატარია: დღეს ჩხოროწყუში გახარიებისა და “ნაცების” მორიგი ალიანსი დადასტურდა! აი, “ნაცებს” რომ ეძახი ამ ახლადშობილ გახარიებს, გულზე ხვდებათ
ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დავით შენგელიას არჩევას ეხმიანება.
როგორც ლატარია წერს, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანობა.
„დღეს ჩხოროწყუში გახარიებისა და ,,ნაცების,, მორიგი ალიანსი დადასტურდა! ,,ნაცების,, სრული მხარდაჭერით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ეს ვინმე აირჩიეს. ჰოდა, აი, ,,ნაცებს,, რომ ეძახი ამ ახლადშობილ გახარიებს, გულზე ხვდებათ. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!”, – წერს ლატარია.