მამუკა ხაზარაძე: მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება – ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს

“მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება – ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს”, – ამის შესახებ მამუკა ხაძარაზე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

მისი თქმით, ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება.

‘’მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება – ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს.
ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!
ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,
სამარცხვინოა ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს.
ბრძოლის პირველი
რაუნდი მოგებულია, ასევე, მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის იმისთვის, რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში…
ანაკლიასაც ავაშენებთ,
სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც
მადლობა ყველა გულშემატკივარს ‘’, – წერს ხაზარაძე ‘’ფეისბუქში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები