ჯანმო-ში აცხადებენ, რომ “ომიკრონი” ყველაზე დიდ საფრთხეს არავაქცინირებულებისა და მოხუცებისთვის წარმოადგენს

კორონავირუსის “ომიკრონის” შტამით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკია არავაქცინირებულებსა და ხანდაზმულებში, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი შემთხვევების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა და ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერხოვემ.

Twitter-ზე კითხვა-პასუხის რეჟიმის პირდაპირი ტრანსლირება გაიმართა.

„რაც შეეხება აუცრელ ადამიანებს, “ომიკრონი” დიდ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს“, – თქვა რაიანმა.

თავის მხრივ, მარია ვან კერხოვემ დასძინა, რომ ხანდაზმულებს, ისევე – როგორც თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებს, ასევე ემუქრებათ სიკვდილის რისკი “ომიკრონით” ინფიცირებისას.

“ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მაღალია ინფიცირებულთა ასაკი, მით მეტია სიკვდილიანობის მაჩვენებელი “ომიკრონიდან”. ჩვენ ასევე გვაქვს მონაცემები რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც აჩვენებს, რომ მინიმუმ ერთი თანმდევი დაავადების მქონე ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაღალი რისკი აქვთ”, – თქვა ვან კერხოვემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ “ომიკრონის” მიერ გამოწვეული დაავადება არ უნდა ჩაითვალოს მსუბუქად, რადგან ამ ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა რჩება მნიშვნელოვანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები