კვებეკი “მნიშვნელოვან” ჯარიმას დაუწესებს არავაქცინირებულ მოსახლეობას

კვებეკის (კანადა) პრემიერის, ფრანსუა ლეგოლტის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ – დაჯარიმდებიან.

მისივე თქმით, არავაქცინირებული მოქალაქეები მძიმე ტვირთად აწვებიან ჯანდაცვის სისტემას, “ვფიქრობ, ნორმალურია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იმუნიზაციისგან შედეგს ელოდება”.

”ეს ასევე სამართლიანობის საკითხია მოსახლეობის 90%-ისთვის, ვინც გარკვეული მსხვერპლი გაიღო – და მე ვფიქრობ, რომ მათ წინაშე ასეთი ზომების შემოღების ვალდებულება გვაქვს”, – დასძინა მან.

ჯარიმა არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იცრებიან, თუმცა, როგორც ლეგოლტმა თქვა, ჯარიმა “მნიშვნელოვანი” იქნება.

კვებეკის მთავრობის ცნობით, კვებეკელების თითქმის 90%-მა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, მინიმუმ, ერთი დოზა მიიღო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კვებეკის საავადმყოფოებში პაციენტთა დიდი უმრავლესობა არავაქცინირებულია.

გასულ კვირას არავაქცინირებულებს შეზღუდვა ალკოჰოლისა და კანაფის შეძენაზე დაუწესდათ, რამაც, როგორც კვებეკის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, აცრის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები