თამარ ტალიაშვილი: კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას

“ნამდვილად კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას და ვინ უფრო ნაკლებ სტანდარტს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების დაცვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა შალვა ნათელაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შავი სიების“ ფრიალი დაიწყო. შალვა ნათელაშვილი გვთავაზობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ავუკრძალოთ. ნამდვილად კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას და ვინ უფრო ნაკლებ სტანდარტს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების დაცვის“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში სოციალური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება უნდა ჩამოერთვათ, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები