შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხს სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგების მიხედვით გადაწყვეტს

 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლის საკითხს სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგების მიხედვით გადაწყვეტს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კითხვასთან ერთად, გამოკითხვის პირობებიც განმარტებულია.

“მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ “ლეიბორისტულმა პარტიამ” უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და, შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?”.

გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი (უმჯობესია, დაწეროთ მარტივად – “კი” ან “არა”)

პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ თქვენ მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს

ერთი და იმავე ადამიანის მიერ რამდენჯერმე დაფიქსირებული პოზიცია ჩაითვლება 1 ხმად

ყალბი (ფეიქ) ანგარიშების კომენტარები წაიშლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები