გია გაბრიჭიძე: მგონი სორბონა დამთავრებულ ხალხს 90-იანების კგბ-ს სკოლა დამთავრებული ტიპები უპირისპირდებიან, შედეგი ნათელია
ექსპერტი გია გაბრიჭიძე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას არჩევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ ადამიანები, რომლებსაც კგბ-სასწავლებელში ქართულის მტრობა ასწავლეს.
“წესიერი ადამიანი რეკავს ნაცებში. პასუხობს მდივანი ცისკარიშვილი:
– ალოო, მართალია რომ დაგერხათ?
– როგორ მიხვდით?
– ნაყოფიათი.
– კი დაგვერხა.
ხუთ წუთში კიდე რეკავს:
– მართალია რომ დაგერხათ?
– კი დაგვერხა.
და ასე გრძელდება 10-ჯერ.
– რა გააწყალეთ გული, ხომ გაიგეთ დაგვერხააა!
– იქნებ მსიამოვნებს მოსმენა
ახლა კი სერიოზულად: მგონი სორბონა დამთავრებულ ხალხს 90-იანების კგბ-ს სკოლა დამთავრებული ტიპები უპირისპირდებიან, შედეგი ნათელია. უკვე ვერასდროს ვერ მოვლენ ცხოვრებაში მდაბიო ხალხი საქართველოს სათავეში. ხალხს, რომლებსაც კგბ-ს სასწავლებლებში დასავლურის, ცივილურის, ქართულის მტრობა ჩაუნერგეს. ასე რომ დაგერხათ ნაცებო,”-წერს გაბრიჭიძე.