თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მედიკამენტების – „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ

“კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის – „პაქსლოვიდისა“ და „მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის – “რემდესივირის” ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტირებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. „რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში. ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ “რემდესივირის” დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება. “რემდესივირი” სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება. “მერკის” წამლის, “მოლნუპირავირის” ფასს, რომელსაც ასევე მივიღებთ, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები