მიხეილ სარჯველაძე: ჩვენი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიული მიმართულება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება გახლავთ

“ჩვენი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიული მიმართულება 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება გახლავთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტელეიმედის ეთერში, „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მმართველი გუნდის მთავარი საარჩევნო დაპირებაც იყო.

“ჩვენი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიული მიმართულება გახლავთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება 2024 წელს, ეს იყო მთავარი საარჩევნო დაპირებაც. უნდა ვთქვათ, რომ ამ საკანონმდებლო აქტის („მეწარმეთა შესახებ“ კანონი) მიღებით ამ სფეროს მარეგულირებელ დირექტივებთან დაახლოების მოვალეობა მთლიანად არის საქართველოს მხრიდან შესრულებული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ საკითხი არაა იმგვარად, თითქოს, თვითმიზანი მხოლოდ იყოს რომელიმე დირექტივასთან დაახლოება, ეს არის სწორი მიმართულებით ჩვენი კანონმდებლობის განვითარება და არა უბრალოდ განვითარება, არამედ ნახტომისებრი განვითარება იმიტომ, რომ გვაქვს საკანონმდებლო აქტი საკორპორაციო ურთიერთობებში, რომელიც სრულფასოვნად, ევროპულ დონეზე ახდენს ურთიერთობების დარეგულირებას. ეს არის ყველაზე დადებითი პოზიტიური მხარე ამ საქმისა, ვინაიდან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გვაქვს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საკანონმდებლო აქტი ამ მიმართულებით და ეს არის საქართველოს დიდი წარმატება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები