ჯანმო – “ომიკრონზე”: წინ კიდევ სამი რთული თვეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-თან ბრძოლის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, დევის ნაბარო აცხადებს, რომ, “ომიკრონის” შტამის აფეთქების გამო, მომდევნო, სულ მცირე, თვე იქნება რთული.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

სპეციალური წარმომადგენლის თქმით, “ომიკრონის” გარდა შესაძლოა, სხვა ვარიანტებიც გამოჩნდეს, რადგან ვირუსი აგრძელებს განვითარებას.

„არცერთ სახელმწიფოს, განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყნებს არ აქვს შესაძლებლობა, დანერგოს სერიოზული შეზღუდვები. ადამიანებმა უბრალოდ უნდა გააგრძელონ მუშაობა, რის გამოც პოლიტიკოსები ახლა ძალიან რთული არჩევანის წინაშე დგანან. ვითარება კიდევ სამ თვეს მაინც იქნება რთული“, – განაცხადა მან.

ნაბარომ ასევე გამოთქვა შეშფოთება, რომ თუ დასავლეთ ევროპის ჯანდაცვის სისტემები სირთულეებს უმკლავდებიან, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში სამედიცინო დაწესებულებები უკვე გადატვირთულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები