ლაშა დამენია: ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია
„ქართული ოცნება“ შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება”, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში არჩევნები არ იქნება.
მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.
„ღარიბაშვილის ეს განცხადება მხოლოდ და მხოლოდ განკუთვნილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და ამომრჩევლებისათვის, რითაც ვითომ ცდილობს, რომ გააძლიეროს მათი პოზიცია, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არის გარდაუვალი. იმ ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, „ქართული ოცნება“ ვერ ამოიყვანს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით არის შესაძლებელი, რითაც ახალ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მიენიჭება“, – განაცხადა დამენიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, ხოლო პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია.