ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილმა „შავი სია” დაიწყოს საკუთარი თავით და მერე ჩამოჰყვეს თავისი პარტიის პოლიტსაბჭოს

“მიხეილ სააკაშვილმა „შავი სია” დაიწყოს თავისი თავით და მერე ჩამოჰყვეს თავისი პარტიის პოლიტსაბჭოს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. შავი სიის შექმნის თაობაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.

მისივე თქმით, „შავი სია” ქვეყანაში მდგომარეობის არევას ემსახურება.

„თუ ამ სიას თავის თავით დაიწყებს მიხეილ სააკაშვილი, კარგი იქნება. ყოველთვის სჯობს, სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნი, საკუთარში დირე აღმოაჩინო. დაიწყოს თავის თავით და მერე ჩამოჰყვეს თავისი პარტიის პოლიტსაბჭოს. ეს ემსახურება საზოგადოების დაზაფვრას, გაურკვევლობის სინდრომის შემოტანას, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სურს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომ ქვეყანა იყოს მუდმივი არასტაბილურობის მდგომარეობაში. ეს „შავი სიაც”, რომელიც ყველაზე უფრო ფაშისტური და ბოლშევიკური ტრადიციების საუკეთესო გაგრძელებაა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული პრაქტიკის რეინკარნაციაა და ემსახურება ქვეყანაში მდგომარეობის არევას. სხვათა შორის, საინტერესოა ადამიანის უფლებათა დამცველების რეაგირება ამ ე.წ. შავ სიებზე, როცა კუდიანებზე ნადირობის ეს ქრონიკა აქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები