ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს

“ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა, მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე და აღნიშნული პროექტი მიმდინარე თვიდან დაიწყება.

„ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პროექტი გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით, მე შეგახსენებთ, რომ ჩემი ინიციატივით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე, ინიციატივაზე.

ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითი დაამუშავეს და ჩვენ უკვე იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები და შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს. მომდევნო სამი წელი მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არ იქნება ქვეყანაში. პოლიტიკური სიტუაცია არის მნიშვნელოვნად დასტაბილურებული და ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ. საქმე, საქმე და საქმე – მხლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმლურად უნდა დავეხმაროთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები