ირაკლი ბერაია: ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატო-ს გაფართოებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა რუსეთის ამბიციური და აგრესიული დესტრუქციული ინტერესები
ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა არ გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების კომენტირებისას თქვა.
მისი განმარტებით, ღია კარის პოლიტიკა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ზოგადად ემყარება ალიანსი და მისი არსებობა.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ნატო-ს გაფართოებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი არასდროს ყოფილა რუსეთის ამბიციური და აგრესიული დესტრუქციული ინტერესები. ასე იყო აქამდეც და ასე იქნება მომავალშიც. დღეს ჩვენი ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებასთან დგას ყველაზე ახლოს, ისე, როგორც არასდროს. როგორც ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის, ასევე ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა ალიანსის მინისტერიალებში, ალიანსის სამიტებში“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.