ყაზახეთში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად 11 წლის ბავშვი დაიღუპა

ალმატში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ბავშვი დაიღუპა, კიდევ ერთი კი ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Tengrinews.kz ყაზახეთის ბავშვთა უფლებების დამცველ არუჟან საინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, დაღუპულია 11 წლის მოზარდი, რომელიც 5 იანვარს მშობლებთან ერთად ალმატში სეირნობდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი მეორე მოზარდი დაშავდა.

„ 7 იანვარს ალმატის ერთ-ერთ ბავთა საავადმყოფოში მძიმე ჭრილობით შეიყვანეს 15 წლის მოზარდი, ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ერთ-ერთ სხვა საავადმყოფოში მისი მშობელიცაა მოთავსებული“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები