აშშ-ში ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის პიკია

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირებულთა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა ჰოსპიტალიზაციამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, The Associated Press ავრცელებს.

„საგანგაშო ტენდენცია მეტყველებს აცრების გაკეთების აუცილებლობაზე“,- განაცხადა როშელ ვალენსკიმ, აშშ-ის დაავადებათა პროფილაკტიკისა და კონტროლის ცენტრის დირექტორმა.

მისი თქმით, დეკელმბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ომიკრონის შტამი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა, ბავშთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.

არსებული მონაცემებით, რომელიც 250 საავადმყოფოდან იქნა მიღებული 14 შტატიდან, ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის რიცხვი შეადგენს დაახლოებით 1:100 000.

„საერთო ჯამში ჰოსპიტალიზაცია პედიატრიაში პანდემიის სხვა ეტაპთან შედარებით ახლა ყველაზე მაღალია“,- აცხადებს ვალენსკი.

როგორც მან აღნიშნა 12-18 წლის ასაკის ბავშვების 50%, ხოლო 5-11 წლის ასაკის ბავშვების 16% არის სრულად ვაქცინირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები