28 გარდაცვლილი და 2 622 ახალი შემთხვევა – 8 იანვრის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 622  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 28  ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1 126 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 539 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 126  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.52%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 622 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  956 032-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 911 666.

• ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 156 პირი ემსხვერპლა”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები