გიორგი გუგავა: იმ დღის წესრიგით სიარულს, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ გააჩნია, ჩვენ არ ვაპირებთ

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას თქმით, ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აღარ უნდათ.

„იმ დღის წესრიგით სიარულსა და მოქმედებას, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა“ თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს გააჩნიათ, ჩვენ არ ვაპირებთ. ეს საზოგადოებისა და ხალხის ინტერესში არ არის, ხალხს სხვა რამ აწუხებს “, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები