არეულობა ყაზახეთის კიდევ ერთ ქალაქში – ათობით ადამიანია დაშავებული

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში არეულობის დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, თუმცა, ამ დროისთვის  ქალაქში სიტუაცია დასტაბილურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია Khabar 24 ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა ტრავმით ჰოსპიტალიზებულნი არიან სამხედროები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები.

პოლიციის ინფორმაციით, მეამბოხეებმა გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი და ისროდნენ ქვებს, ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს მანქანა, რომელმაც ადგილზე იარაღი მიიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები