„ძალიან მნიშვნელოვან გარემოებად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ“

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ გიორგაძის თქმით, ფაქტი, რომ ის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია. როგორც მიხეილ გიორგაძემ საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნული გარემოება მას კულტურის მინისტრის პოსტზე მუშაობისას მეტ შემოქმედებით თავისუფლებას შეუქმნის.
“ძალიან მნიშვნელოვან გარემოებად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრად მოვდივარ და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ვარ. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, როგორც კულტურის მინისტრს, უფრო მეტ შემოქმედებით თავისუფლებას მიტოვებს, რადგან პარტიული ვალდებულებებით დატვირთული არ ვარ. ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში გულწრფელად ვთვლი, რომ შემიძლია ვისაუბრო არა როგორც პარტიული კუთვნილებით დამძიმებულმა ფიგურამ, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქემ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები