“ალბათ, ცოტა დაგვიანებულია” – პაპუაშვილი პარლამენტში “ლეიბორისტების” შესვლაზე
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ შესვლა „ალბათ, ცოტა დაგვიანებულია“.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბოიკოტმა არ გაამართლა.
„სიმართლე გითხრათ, ცოტა დაგვიანებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, ერთი წელი საერთოდ არცერთხელ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაშიც კი. მე ვერ გეტყვით, ახლა რატომ. როგორც ვხვდები, ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვთ, შემოვიდნენ პარლამენტში თუ არა“, –
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა 6 იანვარს განაცხადა – „ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს, წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და ის კომფორტი დავურღვიოთ, ავაწიოკოთ. მე, რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ“.