პაპუაშვილი – კალანდაძეზე: საბოლოოდ, ყველა განაჩენი აღსრულდება და ყველა დამნაშავე დაისჯება

“გიგი კალანდაძესთან დაკავშირებით ჩემი პოზიციაა ქართული მართლმსაჯულების მხარდაჭერის პოზიცია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და, აქედან გამომდინარე, გერმანიაში მყოფი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნა გაჩნდა.

„ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ ყველა ადამიანი, ვის წინააღმდეგაც მიდის სისხლის სამართლის დევნა ან გამოსულია განაჩენი, მისი აღსრულება მოხდეს საქართველოში ან სასამართლო პროცესი გაიმართოს საქართველოში. ქართული სახელმწიფო ამ პროცესს მიჰყვება ნაბიჯ-ნაბიჯ. საბოლოოდ, ყველა განაჩენი აღსრულდება და ყველა დამნაშავე დაისჯება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოში გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე ბერლინში 2021 წლის 19 დეკემბერს დააკავეს და გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები