ნინო წილოსანი: ვიმედოვნებ, სააკაშვილსა და მის ირგვლივ მყოფებს შერჩათ რაციონალური აზროვნების ნატამალი

“შიმშილობის დაწყება იმთავითვე არაგონივრული იყო. იმედს ვიტოვებ, რომ სააკაშვილსა და მის ირგვლივ მყოფებს შერჩათ რაციონალური აზროვნების ნატამალი, რომ ამგვარ არასწორ ნაბიჯებზე არ წავიდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებაც იყო, რომ ექსპრეზიდენტს შიმშილობისთვის არ მიემართა.

„სააკაშვილის გადასაწყვეტია, როგორ არჩევანს გააკეთებს. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდებაც იყო, რომ შიმშილობისთვის არ მიემართა მას. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ სააკაშვილსა და მის ირგვლივ მყოფებს შერჩათ რაციონალური აზროვნების ნატამალი, რომ ამგვარ არასწორ ნაბიჯებზე არ წავიდნენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები