ხატია დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა თამარ კორძაიაა

“ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ „ღირსების შემლახავი ფაქტების შესწავლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექნის მიზნით“ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანლად თამარ კორძაიას კანდიდატურა ესახება და იმედი აქვს, რომ მის ამ პოზიციას ფრაქციის მხარდაჭერა ექნება.

“აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებთან ვისაუბრე. ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ერთმანეთს არგუმენტები გავუზიარეთ. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სხვადასხვა მიმართულებით მათთან თანამშრომლობა აუცილებელია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები