ხატია დეკანოიძე: ელექტროენერგიის ტარიფები ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს მოსახლეობას – ამის გარშემო საუბრის დაწყება კოლეგებთან აუცილებელია 

“ელექტროენერგიის ტარიფები ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს მოსახლეობას – ამის გარშემო საუბრის დაწყება კოლეგებთან აუცილებელია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს.

მისივე თქმით,  მათი მხრიდან მხარდაჭერილი იქნება  “ლელოს” მიერ ინიცირებული ანტიკორუფციული კომისიაც.

”ელექტროენერგიის ტარიფები ნამდვილად ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ამას ხვდება თითოეული ჩვენგანი და ეს არის ჩვენი საზრუნავი ყველა ადამიანის და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის. ამის გარშემო საუბრის დაწყება კოლეგებთან აუცილებელია და ამას აუცილებლად დავიწყებთ.  გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, პარლამენტში მხარი დავუჭიროთ “ლელოს” მიერ ინიცირებულ ანტიკორუფციულ კომისიას. სხვადასხვა მიმართულებებია, კორუფცია ენერგეტიკაში – ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ მანევრირების საშუალება”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები