ნინო წილოსანი – მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე: ამ იდეის გაჟღერებით ის კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეროვნული თანხმობა თუ შერიგება მხოლოდ დროებითი ხრიკი იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. შავი სიის შექმნას ეხება.
„ეს შავი სია იქნება ძალიან მიკერძოებული და პოლიტიკური დევნის საფუძველი. სწორედ ამ პრაქტიკას ახორციელებდნენ ისინი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და დღემდე ვერ აცნობიერებენ, რომ ყველა ის პოლიტიკური ბრალეულობა, რომელთაც მათ საზოგადოება უყენებს, სწორედ მათი არასწორი ნაბიჯებიდან გამომდინარეობდა. ამ იდეის გაჟღერებით ის კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეროვნული თანხმობა თუ შერიგება მხოლოდ დროებითი ხრიკი იყო, რომელსაც იმისთვის მიმართეს, რომ დალაგებული სახე ეჩვენებინათ, თუმცა, საერთო სურათში, ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ძალიან აგრესიული და მავნებელი პარტიაა“, – აღნიშნავს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, სააკაშვილს სურს, შეიქმნას ე.წ. შავი სია, რომელშიც ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც რეპრესიულ პოლიტიკასა და მართლმსაჯულებას ახორციელებენ მოქალაქეების მიმართ.