აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.

მათივე ცნობით, ამასთანავე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი ასევე შეეხო ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები