რატი იონათამიშვილი: სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ჩვენი საზოგადოება არათანმიმდევრული ნაბიჯებით დაღალეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” საზოგადოება დაღალეს.

„ფაქტია, რომ სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ჩვენი საზოგადოება არათანმიმდევრული ნაბიჯებით დაღალეს. პირველ ყოვლისა, დაღალეს საკუთარი მხარდამჭერები და ამომრჩევლები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკას, რადიკალიზაციის გეგმებს და საერთოდ აღარ უჭერენ მხარს იმ სცენარებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი სთავაზობთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიტორიკასა და მოქმედების გეგმებს არ შეცვლის, ამომრჩეველს საბოლოოდ დაკარგავს.

„ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაშორდა ეს პოლიტიკური პარტია, ბელადთან ერთად, საკუთარ ამომრჩეველს. თუ შესაბამის დასკვნებს არ გამოიტანენ, ისინი საკუთარი ამომრჩევლის თვალში საბოლოოდ დამარცხდებიან“, – თქვა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები