მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის ირგვლივ ყოველთვის იყო ურთიერთგამომრიცხავი მითების შექმნის მცდელობები და ასეც გრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიერ ქვეყნის ეკონომიკური გეგმის წერა „პიარული ხერხია“, რომლითაც ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც მისი პარტია საზოგადოების კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებენ.

„მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ყოველთვის იყო ურთიერთგამომრიცხავი მითების შექმნის მცდელობები და ასეც გრძელდება. სამწუხაროა, რომ, სავარაუდოდ, ეს ასე გაგრძელდება და იქნება რაღაც ამბების შეთხზვის მცდელობები. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური ბრძოლისთვის, პიარული ხერხები რაც შეიძლება ოსტატურად გამოიყენონ. საზოგადოებაში ამ პიროვნებისა და იმ პოლიტიკური რეჟიმის მიმართ, რომელსაც ბატონი სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, იმდენად დიდია ნეგატიური ფაქტორი, რომ ასეთი ნომრები, რეალურად, არ მგონია,  შედეგისმომტანი იყოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები