სააკაშვილის მორიგი ინიციატივა – მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი “შავი სიის” შექმნას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა – რომან გოცირიძემ, ციხეში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინიციატივა გააჟღერა.
გოცირიძის თქმით, სააკაშვილს სურს, შეიქმნას ე.წ. შავი სია, რომელშიც ის ადამიანები მოხვდებიან, რომლებიც რეპრესიულ პოლიტიკასა და მართლმსაჯულებას ახორციელებს მოქალაქეების მიმართ.

“ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა და, ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების, და ა.შ. რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიებს, ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისათვის ცნობადი, უნდა იქნეს მიმართული საერთაშორისო საზოგადოებისადმი, საელჩოებისადმი, რათა შევზღუდოთ მათი თავისუფალი გადაადგილება ევროპაში თუ ამერიკაში, გარდა სავიზო შეზღუდვებისა სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იქნას დაწესებული მათ მიმართ”, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები