ხატია დეკანოიძე: საგამოძიებო კომისიაზე “გირჩთან” შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან კი გავაგრძელებთ საუბარს

“საგამოძიებო კომისიაზე “გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს”, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ “მოქალაქეების” დეპუტატ ლევან იოსელიანთან და “გირჩის” წარმომადგენელ იაგო ხვიჩიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სრულიად გულწრფელად მინდა, გითხრათ, ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა და ვისურვებდი, ოპოზიციაში ასეთი კოორდინებული საუბარი იყოს ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ვისურვებდი, რომ ეს პოლიტიკური პროცესი, რომელმაც მართლაც შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს, იყოს უფრო აქტიური საუბრის თემა. “გირჩის” პოზიციაა, რომ დაუჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიას და ასევე შევთანხმდით, რომ თუ მათაც ექნებათ საინტერესო იდეები საგამოძიებო კომისიაზე ან ზოგადად კანონპროექტზე, ეს უნდა იყოს განხილვის თემა და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა და მხარდაჭერა ოპოზიციას შორის უნდა იყოს კონკრეტული წინადადებების გარშემო.

ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ საუბარს და ვფიქრობ, რომ გადავიარეთ ეს თავდასხმა და მნიშვნელოვანია, სხვანაირ რეჟიმში დავბრუნდეთ. საუბრის შედეგად, კონკრეტული შედეგი ლევანთან არ არის, მაგრამ ვაპირებ მასთან გავაგრძელო კომუნიკაცია, რომელიც იქნება ცივილიზებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული. “გირჩი” წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს “ქართული ოცნების” პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან . “გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს,” – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები