“ეს ძალიან მნიშვნელოვანია” – “სტრატეგია აღმაშენებელი” სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა

“საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება – კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის შექმნა 5 ივლისის მოვლენებსა და კორუფციულ საქმეებზე.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი ოპოზიციის ხელში. ჩვენს ფრაქციას მანამდეც ჰქონდა ინიციატივა, მაგალითად, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, “ლელოს” ჰქონდა ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილი, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან ოპოზიცია სრულად არ იყო წარმოდგენილი პარლამენტში. ახლა კარგია, რომ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ჩვენგან საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარდაჭერა ექნება. მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიების შექმნა, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მოვლენების შესწავლა, ასევე, 5 ივლისთან, სხვადასხვა კორუფციულ საქმეებთან დაკავშირებით, არ გამოვრიცხავ სხვა კომისიების შექმნასაც და ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან დიალოგი”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანი იქნება, მის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები