ხერხეულიძე – სააკაშვილზე: ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

ამის შესახებ ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია.

“მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირისა და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის მოცული, იმ საკითხებით მთლიანად, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მას საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში”, – აცხადებს ხერხეულიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები