სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
რატი იონათამიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია განცხადებაში გამოთქმული მოსაზრება, რადგან კრიტიკა არავისგან წამოსულა.
”თვითონ ინიციატივასთან დაკავშირებით კრიტიკა ჩვენ არავისგან არ მოგვისმენია. იმაზე, რომ ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების გადანაწილება სწორი გადაწყვეტილებაა, განსხვავებული აზრი არ ყოფილა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ კეთდება განცხადებაში აქცენტი პოლიციის თანამშრომლებზე, როდესაც სამოხელეო დანაშაულის გარკვეულ ტიპებზე არის სინამდვილეში საუბარი ან რა ხარვეზი არსებობს უზენაესი სასმართლოს მოსამართლის არჩევის პროცესში, როცა ჩვენ ქვეყნაში არჩევის პროცესი არის გამჭირვალე და ინკლუზიური ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს და აშშ-ის თანამშრომლობა დღეს არის ყველაზე მაღალი და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
აშშ-ის საელჩომ ”ქართული ოცნების ”მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას “ძირგამომთხრელი გადაწყვეტილება ” უწოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დიპლომატიურმა უწყებამ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.