სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ლონდა თოლორაიას პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს.
მისი თქმით, აშშ-ის განცხადება ძალზე მნიშვნელოვანია, ”ხაზაგასმულია ის ძირითადი ყურადსაღები გარემოებები, რასაც ასევე მეც ვამბობდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩმა და საელჩომ ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოზიცია”.
“ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მე შენ გეხმარები დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში და არა – ნგრევაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი. მინდა, მჯეროდეს, რომ რაღაც ბოლო წერტილი არსებობს და კიდევ ერთხელ დაფიქრების შანსი ამ ადამიანებს აქვთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნეს ბოლომდე მიყვანილი”, – განაცხადა თოლორაიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ ”ქართული ოცნების ”მიერ ინსპეტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას “ძირგამომთხრელი გადაწყვეტყილება ” უწოდა.
აღნიშნულთან დაკავშრებით დიპლომატიურმა უწყებამ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.