დეკანოიძე: თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში

“თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს რუსთავის ციხესთან განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ხელისუფლებამ იმის გამო გადაწყვიტა, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს.

ლონდა თოლორაიას არავითარი უფლებამოსილება მალე აღარ ექნება. შესაბამისად, ხელისუფლებამ ზუსტად იმისთვის გააკეთა, რომ მიხეილ სააკშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს. თუ დავინახავთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში. საუბარი მქონდა „ლელოს“ ფრაქციასთან. მათი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქცია არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები