საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 789 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში  კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, სულ 938 583 შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ს განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ დღეში15 032 ტესტი გაკეთდა, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსი 2 789 პირმა დაამარცხა, სულ 902 948 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.

გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში 519-ია, აჭარაში – 91, იმერეთში – 68, ქვემო ქართლში – 125, შიდა ქართლში – 15, გურიაში – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 40, კახეთში -37, მცხეთა-მთიანეთში -13, სამცხე-ჯავახეთში – 6.

ამჟამად ინფიცირების 21 667 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 039, აჭარაში – 487, იმერეთში – 822.

ქვეყანაში 1 137 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 543, აჭარაში – 118, იმერეთში – 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი,  მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 34, იმერეთში – 29

რაც შეეხება დადებითობის დღიურ მაჩვენებელს ის 6.27% შეადგენს; ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.77%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები