საჯარო სექტორში 10 იანვრამდე უქმე დღეებია

საჯარო სექტორში 10 იანვრამდე უქმე დღეებია გამოცხადებული.

შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

რაც შეეხება სკოლებს, არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით არის გამოცხადებული.

ამასთან, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში განაცხადეს, კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება 10 იანვრამდე პერიოდის უქმე დღეებად გამოცხადების შესახებ.

უქმე დღეების მიუხედავად, მოქალაქეებს დღეიდან კვლავ მოემსახურება  იუსტიციის სახლი, რომლის ფილიალებიც მხოლოდ 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე არ იმუშავებს. ამასთან, შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე, დღეიდან მუშაობას განაახლებენ და მხოლოდ 7 იანვარს არ იმუშავებენ პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები