პროკურატურის თანამშრომლებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი, 2022 წელი მიულოცეს და საჩუქრები – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი და ტკბილეული გადასცეს. საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები