კახა კალაძე: გიგა ბათიაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება თბილისის არქიტექტურაში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის  გარდაცვალებას ეხმაურება. მერი უსამძიმრებს არქიტექტორის ოჯახს და მიიჩნევს, რომ გიგა ბათიაშვილის სახელი თბილისის არქიტექტურაში სამუდამოდ დარჩება.

„ჩვენს ქალაქზე უზომოდ შეყვარებული და მასზე მოამაგე, საპატიო თბილისელი, თბილისის კოლორიტი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქალაქის არქიტექტურის განვითარებაში.
მთელი გულით ვიზიარებ გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრების, მეგობრების, მისი კოლეგების მწუხარებას.
გიგა ბათიაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება თბილისის არქიტექტურაში,“ – აღნიშნულია კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები